ბუში ალ-ქაიდას ლიდერებს ტერაქტების მზადებაში ადანაშაულებს ევროპული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ
(თბილისი, 14 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 13 თებერვალს ფლორიდაში ამერიკელი სამხედროების წინაშე გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ერაყს თავს აფარებს ტერორისტული ორგანიზაცია “ალ-ქაიდას” ერთ-ერთი “მაღალჩინოსანი ლიდერი”.
“ეს იგივე პიროვნებაა, რომელიც შეთქმულებას აწყობდა ესპანეთის და იტალიის, საქართველოს, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წინააღმდეგ”, – თქვა ბუშმა.
ამერიკის პრეზიდენტმა 6 თებერვალსაც თქვა, რომ ერაყს შეფარებული ტერორისტული ჯგუფი ტერატებს ამზადებდა საფრანგეთის, ესპანეტის, იტალიის, გერმანიის, საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ და ეს ჯგუფი ლონდონსი ამხილეს მომწამლავი ნივთიერებების დამზადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)