მოსკოვმა არაფერი იცის აფხაზეთში რუსული პასპორტების გაცემის თაობაზე

(თბილისი, 18 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა დღეს “ახალი დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეტის ხელისუფლებას არანაირი ინფორმაცია არ აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემის თაობაზე.

რუსეთის ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე მიანიჭა თავისი მოქალაქეობა საქართველოს 350 ათას მოქალაქეს მათივე თხოვნით.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების მასობრივად გაცემა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გამოხატულებაა. რუსული პასპორტების გაცემის თაობაზე მუდმივად აცხადებენ თვით აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)