აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ევროპული მიმართულების მეთაური საქართველოში

(თბილისი, 20 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ს საზღვაო ქვეითთა, ატლანტიკისა და ევროპის ნაწილების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი მარტინ ბერნდტი დღეს საქართველოში ჩამოვიდა.

იგი მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან დავით თევზაძესთან და გენშტაბის მეთაურთან ჯონი ფირცხალაიშვილთან.

გენერალ-ლეიტენანტი ბერნდტი ასევე მოინახულებს კრწანისის საწვრთნელ ბაზას, სადაც ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები აშშ-ის მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” ფარგლებში ქართველ ჯარისკაცებს წვრთნიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)