სახალხო დამცველის მოხსენება სამართალდამცველებს აკრიტიკებს

(თბილისი, 20 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს 2002 წლის პირველი ნახევრის მოხსენება წარუდგინა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ეხება.

მოხსენებაში ყურადღებაა გამახვილებული რელიგიური უმცირესობების დარბევების დროს სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობაზე.

მოხსენებაში ასევე შეშფოთებაა გამოთქმული ადამიანის უფლებების დარღვევის იმ მრავალრიცხოვანი ფაქტების გამო, რომელსაც პოლიციის განყოფილებებში აქვს ადგილი.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ნანა ბიჭიაშვილმა ნანა დევდარიანს კომიტეტთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესების მიზნით უფრო აქტიური საკანონმდებლო საქმიანობისკენ მოუწოდა.

ნანა ბიჭიაშვილს მოხსენებასთან დაკავშირებით დეტალური კომენტარი არ გაუკეთებია და ეს თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დანიშვნით ახსნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)