შევარდნაძე შეშფოთებულია კრიმინოგენური სიტუაციით

(თბილისი, 24 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე უკმაყოფილოა საქართველოში კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესების გამო. მისი განცხადებით, დანაშაულებების რიცხვი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

“დანაშაულებათა რიცხვი კი არ კლებულობს, არამედ მატულობს, თბილისში გახშირდა ქურდობები, თავდასხმები, რაც მიუღებელია და სათანადო ღონისძიებები უნდა გატარდეს”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

იგი სამართალდამცავი ორგანოებიდან დაუყოვნებლივ მოითხოვს სიტუაციის გამოსწორებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)