დეპუტატები ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ

(თბილისი, 26 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები 25 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების მეთაურს თამაზ ნადარეიშვილსა და “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერს ზურაბ ჟვანიას შეხვდნენ.

ბურჯანაძესა და ნადარეიშვილთან შეხვედრისას ევროპარლამენტის წევრებმა აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია განიხილეს. 26 თებრვალს სოხუმში ვიზიტისას ევროპარლამენტის დელეგაცია სეპარატისტული რეჟიმის ლიდერენთან შეხვედრებზე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემის საკითხების დაყენებას აპირებს.

ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრაზე კი მთავარი თემა არჩევნები იყო. ჟვანიამ საარჩევნო სისტემაში რეფორმის განხორციელებისა და საარჩევნო კომისიებში ოპოზიციის წარმომადგენელთა შეყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)