სოხუმი უარს აცხადებს მოლაპარაკებებზე აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით
(თბილისი, 28 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში ვიზიტით მტოფი ევროკავშირის დელეგაციის წევრები 26 თებერვალს სოხუმში სეპარატისტული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდნენ, რომელმაც მათ განუცხადა, რომ სოხუმის ხელისუფლება უარს აცხადებს თბილისთან მოლაპარაკებებზე ქართული სახელიმწიფოს ფარგლებში აფხაზეთის სტატუსის თაობაზე.
რუსეტის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ შამბას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ “1999 წლის რეფერენდუმზე აფხაზეთის მოსახლეობის 90% ხმა მისცა 1994 წელს მიღებულ კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა”.
თბილისი სოხუმს შტავაზობს მოლაპარაკებების დაწყებას ე.წ. “ბოდენის დოკუმენტის” მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრას საქართველოს სახელისმწიფოს ფარგლებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)