პანკისში შინაგანი ჯარების პატრულს ცეცხლი გაუხნეს
(თბილისი, 1 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს, ღამის 3 საათზე პანკისის ხეობაში სოფლების – ბირკიანისა და ჯოყოლას საზღვარზე შინაგანი ჯარების საპატრულო ავტომანქანას დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” ახმეტის რაიონის გამგებელმა ნუკრი ალავიძემ აცნობა. ამჟამად მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ამ ფაქტს დუისის გამგებელი ჯარაფ ხანგოშვილი რაიონში დღეს სპორტის სახეობა “კიკ-ბოგსიგნსში” დაგეგმილი შეჯიბრების ჩაშლის მცდელობას უკავშირებს. თუმცა საწინააღმდეგოს აცხადებს ნუკრი ალავიძე.
“ჩემთვის უცნობია ამ შეჯიბრის შესახებ, ამის თაობაზე მხოლოდ დღეს გავიგე, რაც გამართლებული არ არის. რაც შეეხება, ამ თავდასხმის და შეჯიბრის ჩაშლის ერთმანეთთან დაკავშირებას, ვერაფერს ვიტყვი, ვერ გავიგე რა კავშირი აქვს”, – აცხადებს ალავიძე.
დღეს რაიონში ჩეჩენ და ქართველ ახალგაზრდებს შორის კიკ-ბოქსინგში დაგეგმილი იყო შეჯიბრი, რომელიც ჩაიშალა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)