პანკისში ანტიკრიმინალური ოპერაციის მორიგი ფაზა დაიწყო
(თბილისი, 3 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ხელისუფლებამ დღეს ოფიციალურად განაცხადა პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ქმედებების ახალი ფაზის დაწყების თაობაზე.
“ამ მოქმედებების მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ შენარჩუნებული იქნას სტაბილურობა და უსაფრთხოება ხეობაში”, – განაცხადა თავის დღევანდელ რადიო-ინტერვიუში პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ეს ანტირკიმინალური ქმედებები პროფილაქტიკური ზომებია, რათა დაშვებული არ იქნას ხეობაში ჩეჩენი მებრძოლების თავიდან შეღწევა.
ახალი ოპერაცია საქართველო-რუსეთის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთების დაცვის გაძლიერებასაც ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)