გერმანიის შს მინისტრის ვიზიტი საქართველოში
(თბილისი, 4 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – 4 მარტს საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ოტო შილი.
შილი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს.
ოტო შილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს სასაზრვრო უწყების რეფორმის გეგმას წარუდგენს, რომელიც გასულ წელს გერმანელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)