რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილის ვიზიტი თბილისში

(თბილისი, 4 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე ვალერი ევნევიჩი. იგი ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა სამუშაო ხასიათისაა და რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას არ ითვალისწინებს.

რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე თბილისს 5 მარტს დატოვებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)