ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ნავთობსადენის შესაძლო ეკოლოგიური ზემოქმედების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

(თბილისი, 12 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა მოამზადა მოხსენება, რომელსიც შეშფოთებაა გამოთქმული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისნავთობსადენის დაზიანების შემთხვევაში ბორჯომის ხეობაზე შესაძლო ნეგატიურ ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

“ნავთობის შესაძლო დაღვრა დააბინძურებს არა მარტო სასმელ წყალს ბორჯომსა და მიმდიბარე სოფლებში, არამედ სარიოზულად შელახავს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი კურორტის რეპუტაციას და ტურისტულ პოტენციალს,” ნათქვამია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დასკვნაში.

დასკვნაში ასევე თანთქვამია, რომ “განუზომლად დიდი იქნება ზიანი, რაც ნავთობის დაღვრამ შეიძლება მიაყენოს ბორჯომის მინერალურ წყაროებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს წყაროები უშუალოდ არ დაბინძურდება ავარიის შედეგად.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)