საერთაშორისო კონფერენცია თბილისში ენერგეტიკის თემაზე
(თბილისი, 13 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – 13-14 მარტს თბილისში მეორე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს საქართველოს ნავთობის, გაზის, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების თემაზე.
კონფერენციაზე ძირითადად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტების განვითარების, ინვესტორების და მოწყობილობების მომწოდებელთა შესაძლებლობების, რუსეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებს, ეკოლოგიის, დაზღვევისა და უსაფრთხოების პრობლემებს განიხილავენ.
კონფერენციის ორგანიზატორებია საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია, ოფიციალური ინვესტორი და პარტნიორია კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)