პრეზიდენტმა პარლამენტის საგანგებო სხდომა მოიწვია
(თბილისი, 17 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 18 მარტისთვის პარლამენტის საგანგებო სხდომა მოიწვია.
გასულ კვირას მინიმალური ხელფასების თემის გარშემო გაჩაღებული ცხარე დისკუსიის გამო პარლამენტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა ვერ მოახერხა, მათ შორის ქართულ-ამერიკული სამხედრო ხელშეკრულების, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის და აფხაზეთის საკითხის.
სახელისუფლებო ფრაქციები კვლავ შეეცდებიან 28 თებერვალს პარლამენტის მიერ დამტკიცებული მინიმალური ხელფასების საარსებო მინიმუმთან გათანაბრების შესახებ კანონის გაუქმებას და ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)