გადაიდო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში
(თბილისი, 17 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ცნობით, გადაიდო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ქამალ ხარაზის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში, რომელიც 17-18 მარტს უნდა შემდგარიყო.
ვიზიტის გადადების მიზეზი ახლო აღმოსავლეთში ერაყის გამო გართულებული მდგომარეობაა.
15 მარტს იმავე მიზეზით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადადო თავისი ვიზიტი სომხეთშიც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)