ბარისახოში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს
(თბილისი, 17 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ცნობით, რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს სოფელ ბარისახოში იარაღის საწყობი აღმოაჩინეს.
საცავში არსებული იარაღი, სავარაუდოდ, ჩეჩენ მებრძოლებს ეკუთვნოდა.
სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ცნობით, საცავში დიდი ოდენობით ტყვიამფრქვევები, ყუმბართმტყორცნები, ხელყუმბარები და ტყვია-წამალი აღმოაჩინეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)