გამორიცხული არ არის საქართველოში ერაყელი ლტოლვილების შემოსვლა
(თბილისი, 20 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – “არ გამოვრიცხავთ საქართველოში ერაყელი ლტოლვილების შემოსვლის შესაძლებლობას”, – განუცხადა 20 მარტს “სივილ ჯორჯიას” ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველმა მოადგილემ ჯემალ გახოკიძემ.
“თუმცა, ვფიქრობ, რომ ნაკლენად სავარაუდოა, რომ ერაყელმა ლტოლვილებმა საქართველოში შემოაღწიონ, რადგან საქართველოს ერაყთან საერთო საზღვარი არ აქვს. მაგრამ ლტოლვილების შემოსვლის შემთხვევაში საქართველო საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად მოიქცევა”, – დასძინა გახოკიძემ.
ინფორმირებულმა პირმა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროდან “სივილ ჯორჯიას” აცნობა, რომ სამინისტრო აზერბაიჯანიდან ერაყელი ლტოლვილების შესაძლო შემოსვლისთვის ემზადება.
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური შტაბის უფროსმა კორნელი სალიამ “სივილ ჯორჯიას” დღეს განუცხადა, რომ ” დეპარტამენტში არანაირი განსაკუთრებული მზადება ერაყელი ლტოლვილების საქართველოში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს”.
საინფორმაციო სააგენტო “თურანის” ცნობით, აზერბაიჯანის ხელისუფლება თვლის, რომ ამჯამად ქვეყნის ტერიტორიაზე შესაძლოა 300-მდე ერაყელი ლტოლვილი იმყოფებოდეს.
თებერვლის ბოლოს ერაყელი ლტოლვილების ჯგუფმა პიკეტი მოაწყო ბაქოში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობასთან. პიკეტის მონაწილენი უციოდნენ პრობლემებს მათთვის აზერბაიჯანში თავშესაფრის მინიჭებაში და სურსათის მიღებაში არსებული პრობლემების გამო.
This post is also available in: English (ინგლისური)