აშშ-ის დახმარებით აზერბაიჯანის საზღვართან ახალი სასაზღვრო საგუშაგო გაიხსნა
(თბილისი, 21 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველი მესაზღვრეების ახალი საგუშაგო გაიხსნა.
თანამედროვე და კარგად აღჭურვილი საგუშაგო, ე.წ. “წითელ ხიდზე” საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩათვლით, აშენებული და აჭურვილია აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით. ცერემონიას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ჩხეიძე.
რიჩარდ მაილსმა თავის გამოსვლაში მადლიერება გამოუთქვა საქართველოს ხელისუფლებას ერაყში მიმდინარე საომარ ქმედებებთან დაკავშირებით მხარდაჭერის გამო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)