ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა კომისარი საქართველოში
(თბილისი, 24 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისარი როლფ იკეუსი.
მისი ვიზიტის მიზანია აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში ქართული ენის შესწავლის მიმდინარეობის გაცნობა.
იგი გალის რაიონში 26 მარტს გაემგზავრება. 25 მარტს როლფ იკეუსი საგარეო საქმეთა და საგანგებო საკითხთა მინისტრებს, ასევე აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წარმომადგენელს ლონდერ ცაავას შეხვდება.
როლფ იკეუსის და საქართველოს პრეზიდენტის ედუუარდ შევარდნაძის შეხვედრა 26 მარტს არის გადეგმილი.
ვიზიტის დროს ასევე განიხილება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების საკითხი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დონორ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ამ რეგიონის ფინანსური მხარდაჭერისთვის.
მარტის ბოლოს დაგეგმილია ორი პროექტის განხორციელება ამ რეგიონში. ერთი საქართველოს ტელევიზიის არხების მაუწყებლობის ტრანსლიაცია და მეორე ქართული ენის შესწავლა ეროვნულ უმცირესობებისთვის და ტრეინინგის ჩატარება ჟურნალისტებისათვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)