საქართველოში რუსი სამხედროები ხელფასებს ლარებში აიღებენ
(თბილისი, 25 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – მიმდინარე წლის 1 მაისიდან საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურე რუსი სამხედროები ხელფასებს ქართულ ვალუტაში აიღებენ.
შეთანხმებას ამასთან დაკავშირებით თბილისში 24 მარტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და რუსეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა.
დღეს საქართველოს პარლამენტი მიესალმა ამ შეთანხმების ხელმოწერას. შეტანხმების პირობების მიხედვით, ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებზე მყოფი რუსი სამხედროები ხელფასება ქართულ ლარებში აიღებენ.
“ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. შეთანხმება ასახავს რუსეტის კეტილ პოლიტიკურ ნებას”, – განაცხადა დღევანდელ პლენარულ სხომაზე პარლამენტის ტავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.
საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ რუსული რუბლის გამოყენება რუსი სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხელს საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ერთიანობას. ახალქალაქში, სადაც მსხვილი რუსული სამხედრო ბაზა მდებარეობს, ვაჭრობა, ძირითადად რუსულ რუბლებსი მიმდინარეობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)