ქართულ-რუსული კონსულტაციები აფხაზეთის თემაზე
(თბილისი, 25 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო სამეთა სამინისტროში 24 მარტს შედგა ქართულ-რუსული კონსულტაციები საკითხების ფართო სეპქტრის გარშემო, რომლებიც აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებას ეხება, – ამის შესახებ იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეროვნული უსიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე, საგანგებო დავალებათა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე, რუსული მხრიდან კი პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საქმეებში ვალერი ლოშინინი და რუსეთის საგარეუ უწყების სხვა მაღალცინოსანი წარმომადგენლები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს პრეზიდენტ პუტინისა და შევარდნაძის მიერ სოჭში 7 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების პირობების შესასრულებლად, რომლებიც გალში დევნილების დაბრუნებასა და აფხაზეთის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ითვალისწინებს.
ამასთან ერთად ქართულმა მხარემ მღელვარება გამოხატა მღელვარება გამოხატა მთელი რიგი საკითხების მოუწესრიგებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის სოჭი-სოხუმის სარკინიგზო რეისის აღდგენის, რუსული პასპორტების გაცემისა და სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენელთათვის პერმანენტულად ლეგიტიმური ხასიათის მიცემის მცდელობების გამო და აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები ქართულ საზოგადოებაში ნეგატიურ რეაქციას იწვევს და არ უწყობს ხელს დადებით ტენდენციებს, რომლებიც ბოლო დროს გამოიკვეთა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)