პარლამენტი განაგრძობს საგადასახადო კოდექსის ახალი პროექტის განხილვას

(თბილისი, 26 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს პარლამენტი განაგრძობს საგადასახადო კოდექსის ახალი პროექტის განხილვას, რომელიც საკანონდმებლო ორგანოში “მრეწველების” ფრაქციამ წარადგინა.

პროექტი საგადასახადო კანონმდებლობის ფართო ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. “მრეწველების’ ფრაქცია ამტკიცებს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი ქვეყანაში ჩრდილოვან ეკონომიკას შეამცირებს.

პროექტი ითვალისწინებს სამეწარმეო გადასახადების რაოდენობის 18-დან 4-მდე შემცირებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გუშინდელ სხდომაზე განხილვის დაწყებისას განაცხადა, რომ პროექტი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. “მოხარული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს დავიწყეთ ამ პროექტის განხილვა ხანგრძლივი დაგვიანების შემდეგ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)