საქართველოში ეუთო-ს დელეგაცია ჩამოდის

(თბილისი, 27 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში დღეს ოფიციალური ვიზიტით ეუთოში აკრედიტირებული ელჩების 24 კაციანი დელეგაცია ჩამოდის. ვიზიტის ძირითადი მიზანია საქართველოში არსებული ვითარების გაცნობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის პროგრამის ფარგლებში დელეგაცია მოინახულებს საქართველო-რუსეთის საზღვრის ინგუშეთის, ჩეჩნეთის და დაღესტნის მონაკვეთებს. ასევე დაგეგმილია მათი ვიზიტი აფხაზეთსა და ცხინვალში.

28 მარტს დელეგაციის წევრები საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვლის შეხვდებიან.

ეუთო-ს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 29 მარტს დასრულდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)