იგნასიო ირიბარენი აღშფოთებულია კომპანიის ფინანსური მენეჯერის დაპატიმრების გამო

(თბილისი, 13 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – “ეი-ი-ეს თელასის” გენერალური მენეჯერი იგნასიო ირიბარენი აღშფოთებას გამოთქვამს კომპანიის ფინანსური მენეჯერის გიორგი გვიჩიანის დაკავების გამო.

“სირცხვილია უდანაშაულო ადამიანის დაკავება და ასეთი ბრალდების წაყენება. მის მიერ განხორციელებულ ფინანსურ გადარიცხვებს კომპანიისთვის არანაირი ზარალი არ მიუყენებია”, – განაცხადა მოსკოვიდან დაბრუნებულმა იგნასიო ირიბარენმა.

იგი ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას “თელასის” აქციების რუსეთის “ერთიანი ენერგოქსელებისთვის” გადაცემის შესახებ.

კომპანიის ფინანსური მენეჯერი გიორგი გვიჩიანი ფინანსების გაფლანგვასა და არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდებით 11 ივნისს დააკავეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)