ედპ-ის ლიდერი მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ
(თბილისი, 12 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, სახელისუფლებო ბლოკის წევრმა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ ქვეყანაში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის თაობაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, დაგეგმილია ჩეჩენი მეომრების გადმოსვა საქართველოში ინგუშეთის საზღვრის გავლით, რომელთაც უკან მოყვებიან რუსეთის საჯარისო შენაერთები. პროვოკაციის სავარაუდო ვადად სარიშვილმა ივლისი დაასახელა.
პარტიის ლიდერის განცხადებით, პროვოკაცია სამ ძირითად მიზანს ემსახურება: კრიმინალური ვითარების დაძაბვა, გაურკვევლობის შეტანა საგარეო პოლიტიკაში და შიდა პოლიტიკური არეულობა.
ედპ-ის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ პროვოკაციის მზადებაში ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
აპრილში პარტიის ლიდერმა ასევე გააკეთა განცხადება მოსალოდნელი არეულობის შესახებ. 21 აპრილს მან განაცხადა, რომ რუსეთის სპეცრაზმები გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს გამოიყენებენ სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)