პოლიციამ “კმარას” წევრები დააკავა

(თბილისი, 12 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პოლიციამ დღეს მოძრაობა “კმარას” წევრები დააკავა. დაკავებულები ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” თავისუფლების ინსტიტუტის წევრმა დავით ზურაბაშვილმა აცნობა.

“კმარას” 8 წევრის დაპატიმრება დღეს 15 საათისთვის მოხდა, როდესაც ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში საპროტესტო აქციას მართავდნენ და ეზოში “კმარა” დაწერეს. საპროტესტო აქცია სამინისტროს ეზოში ახლაც მიმდინარეობს სტუდენტების დაპატიმრების გამო. დავით ზურაბიშვილის განცხადებით, მათი დაპატიმრება უკანონოდ მოხდა.

“კმარასა” და პოლიციას შორის დაპირისპირება საგარეჯოს რაიონში საპროტესტო აქციის დროს დაიწყო, რასაც შს მინისტრის კობა ნარჩემაშვილის განცხადება მოჰყვა სტუდენტების ქმედების აღკვეთის შესახებ.

მინისტრის ამ განცხადებას აპროტესტებდნენ დღეს სამინისტროს ეზოში შეკრებილი სტუდენტები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)