მთავრობა საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების საკითხი განიხილავს
(თბილისი, 14 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება 14 ივნისის მთავრობის სხდომის ძირითადი თემაა.
“მომავალ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მთავარია მათი დემოკრატიული გზით ჩატარება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ გართულებულ კრიმინოგენულ სიტუაციაზე ისაუბრა და თავისი უწყების 6 თვის მუშაობა შეაფასა.
სხდომას, რომელიც ამჟამადაც გრძელდება, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები ესწრებიან.
4 ივნისის მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა შევარდნაძემ საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად სპეციალური ღონისძიებების განხორციელების მიზნით საგანგებო სხდომის მოწვევის აუცილებლობაზე ისაუბრა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)