“ეი-ი-ეს თელასის” ფინანსური მენეჯერი თავდებში გაათავისუფლეს

(თბილისი, 14 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 14 ივნისს არ დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა “ეი-ი-ეს თელასის” ფინანსური მენეჯერისთვის გიორგი გვიჩიანისთვის სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

პოლიციამ გვიჩიანი 11 ივნისს დააკავა. მას ფინანსურ მაქინაციებსა და სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტებაში ედება ბრალი.

“ეი-ი-ეს თელასის” აღმასრულებელმა მენეჯერმა იგნასიო ირიბარენმა გააპროტესტა ფინანსური მენეჯერის დაკავების ფაქტი. მისი თქმით, გვიჩიანი უდანაშაულოა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)