ეუთო-ს დელეგაციის ვიზიტი თბილისში
(თბილისი, 17 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში ეუთო-ს დელეგაცია ჩამოვიდა, რომელსაც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტის და ადამიანის უფლებების ბიუროს დირექტორი ქრისტიან შტროჰალი ხელმძღვანელობს.
დელეგაციის ჩამოსვლის მიზანი საპარლამენტო არჩევნებისტვის მზადების შეფასებაა. დელეგაცია ასევე რეკომენდაციებს მისცემს ქართველ პოლიტიკოსებს არცევნების მომზადების თემაზე.
ვიზიტის დროს ეუთო-ს დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს და პარტიების ლიდერებს. ეუთო-ს დელეგაციის ვიზიტი 24 ივნისს დასრულდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)