გალის რაიონში თავს დაესხნენ თამაზ ხუბუას დის ოჯახს
(თბილისი, 23 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – გალის რაიონში დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ინფორმაციის მინისტრის თამაზ ხუბუას დის ოჯახს, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოჯახის დიასახლისი თინათინ ეზუგაბია.
თავდასხმის შედეგად დაშავდა ასევე მინისტრის დისშვილი, რომელიც მოთავსებულია საავადმყოფოში.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)