მოსკოვში მუშაობა დაიწყო ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების ოთხმხრივმა საკონტროლო კომისიამ
(თბილისი, 24 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – მოსკოვში მუშაობა დაიწყო ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების ოთხმხრივმა საკონტროლო კომისიამ.
შეხვედრაზე დეტალურად იქნება განხილული კონფლიქტის მოგვარების გზები და მათ შორის ქართველი და ოსი სამართალდამცველების მიერ ერთობლივი საკონტროლო ცენტრის ამოქმედების საკითხიც.
ქართულ დელეგაციას კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ირაკლი მაჭავარიანი ხელმძღვანელობს. შეხვედრები მოსკოვში 25 ივნისამდე გეგრძელდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)