აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ და სუუამის ელჩებმა რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

(თბილისი, 25 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ არმიტიჯი საქართველოს, უკრაინის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის და მოლდოვას (სუუამი) ელჩებს ვაშინგტონში შეხვდა 24 ივნისს. მხარეებმა რეგიონალურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული მრავალმხრივი პროექტები განიხილეს. 

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, რიჩარდ არმიტიჯმა “ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ს ინტერესი სუუამ-ის მიმართ და დადებითად შეაფასა ის პროგრესი, რაც აშშ-სუუამ-ის ერთობლივ პროექტებში შეინიშნება”.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, აშშ-ს იმედოვნებს, რომ შეთანხმებები ამ პროგრამების თაობაზე დამკიცებული იქნება სუუამ-ის მომავალ სამიტზე, რომელიც იალტაში 3-4 ივლისს შედგება.

რიჩარდ არმიტიჯმა და ელჩებმა ყურადღება გაამახვილეს გაძლიერებულ თანამშრომლობაზე აშშ-სა და სუუამს შორის და დაადასტურეს, რომ ორგანიზაციას გააჩნია პოტენციალი, რათა ხელი შეუწყოს სასარგებლო განვითარებას რეგიონალური მასშტაბით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)