შევარდნაძე იმედოვნებს, რომ სიღარიბე 2-3 წელიწადში იქნება დაძლეული
(თბილისი, 30 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პროგნოზით, ქვეყანაში ახალი პროგრამის რეალიზაციის შედეგად სიღარიბის დაძლევა 2-3 წელიწადში გახდება შესაძლებელი.
“ამ დროისათვის ქვეყანაში მოსახლეობის 40-45% სიღარიბის ზღვარზეა, ორ-სამ წელიწადში კი “სიღარიბის დაძლევის პროგრამის” განხორციელების საფუძველზე მათი რაოდენობა 4-5% იქნება და მათაც დახმარებას სახელმწიფო გაუწევს”, – განაცხადა თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა.
მთავრობამ სიღარიბის დაძლევის პროგარმა 25 ივნისს მთვარობის სხდომაზე დაამტკიცა. პროგრამა 15 წელზეა გათვლილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)