საქართველო თანახმაა რუსი სამშვიდობოების დატოვებაზე აფხაზეთში, ვიდრე რომელიმე მხარე არ მოითხოვს მათ გაყვანას
(თბილისი, 1 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 30 ივნისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების დატოვებას, სანამ რომელიმე მხარე არ მოითხოვს მათ გაყვანას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაგზავნა შესაბამისი შეთანხმების პროექტი მოსკოვში. რუსი სამშვიდობოების მანდატი 30 ივნისს ამოიწურა.
რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები შეთანხმდნენ რუსი სამშვიდობოების მანდატი განუსაზღვრელი ვადით გააგრძელონ, სანამ ერთ-ერთი მხარე არ მოითხოვს მათ გაყვანას.
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ლიდერი თამაზ ნადარეიშვილი ამ გადაწყვეტილების კატეგორიული წინააღმდეგია და რუსი სამშვიდობოების აფხაზეთიდან დაუყონებლივ გაყვანას მოითხოვს.
This post is also available in: English (ინგლისური)