შევარდნაძე აცხადებს, რომ საბიუჯეტო ხარჯები შემცირდება

(თბილისი, 7 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

“საქართევლოს მთავრობამ ბევრი გააკეთა, მაგრამ ძალიან ბევრის გაკეთება მოგვიწევს მომავალში ფისკალურ სფეროში, ბიუჯეტის პარამეტრების გასაწონასწორებლად, ამისათვის, სამწუხაროა, მაგრამ მოგვიწევს ხარჯების შემცირება. ეს მტკივნეული თემაა, მაგრამ სხვა გზა არ არის”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ სავალუტო ფონდის მისიის თბილისში ვიზიტის შეფასებისას.

მისი თქმით, უნდა მოხდეს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, პირველ რიგში – ფასლიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის არსებული კანონების გამკაცრება.

სავალუტო ფონდის მისია საქართველოში უკვე ორი კვირაა იმყოფება და ამ დღეებში ჩატარებული მუშაობის შედეგების ამსახევლ დასკვნას გამოაქვეყნებს. დღეს კი დაგეგმილია მისიის წარმომადგენელთა შეხვედრა პრეზიდენტთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)