სსფ-მ საქართველოს ახალი რეკომენდაციები მისცა

(თბილისი, 9 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ, რომელიც საქართველოში 24 ივნისიდან 7 ივლისამდე ვიზიტით იმყოფებოდა, შეიმუშავა დასკვნა, რომლის რეკომენდაციებიც საქართველოს მთავრობამ აგვისტოს შუა რიცხვებამდე უნდა შეასრულოს.   

ფონდის რეკომენდაციები ითვალისწინებს 2003 წლის საბიუჯეტო დანახარჯების 95 მილიონი ლარით შემცირებას, 1998-2000 წლების საპენსიო და სახელფასო დავალიანების დამატებას ქვეყნის საშინაო ვალში, ელექტროენერგიის გადასახადის გაზრდას და ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებას.

სსფ-ის რეკომენდაციების შეუსრულებლობა, შესაძლოა, პარიზის კლუბში საქართველოს საგარეო ვალის გადავადების საკითხში ფონდის მხარდაჭერის დაკარგვით დასრულდეს.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)