რუსეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა აფხაზეთის საკითხი განიხილეს

(თბილისი, 11 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში ვალერი ლოშინინმა და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ჰეიდი ტალიავინიმ 10 ივლისს მოსკოვში მოლაპარაკებები გამართეს.

საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ცნობით, მხარეებმა გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, აშშ) მომავალი შეხვედრის მომზადების საკითხი განიხილეს. შეხვედრა 21-22 ივლისს ჟენევაში შედგება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პუტინის წარმომადგენელმა და გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სოჭში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმების განხორციელების საკითხიც განიხილეს. ეს შეთანხმება დევნილთა უსაფრთხო დაბრუნებას, სარკინიგზო მიმოსვლისა აღდგენასა და რეგიონის ენერგოსისტემის რეაბილიტაციას გულისხმობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)