სახელისუფლებო ბლოკი მხარს დაუჭერს “ბეიკერის ფორმულას”
(თბილისი, 14 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის საგანგებო სხდომაზე სახელისუფლებო ბლოკის მთელი შემადგენლობა მხარს დაუჭერს ე.წ. “ბეიკერის ფორმულას”. ამის შესახებ დღევანდელ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა.
“სახელისუფლებო ბლოკი ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ სურს გამჭირვალე სამართლიანი არჩევნების ჩატარება”, – თქვა შევარდნაძემ.
იგი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში არჩევნების საკითხთან დაკავშირებით კიდევ შეხვდეს ოპოზიციის წამომადგენლობას და იმედოვნებს, რომ მანამდე ოპოზოცია ერთმანეთში მიაღწევს შეთანხმებას.
“ჩვენ საარჩევნო კოდექსის მიღების შემდეგ კიდევ ბევრი სამუშაო გავქვს, პირევლ რიგში უნდა მოხდეს ამომრჩეველთა სიების დაზუსტება და ასევე უნდა შევიმუშაოთ მექანიზმი, თუ როგორ მოხდება საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეობის კანდიდატების არჩევა, რომელსაც შემდეგ ჩვენ ეუთო-ს წარვუდგენთ. აქ ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ყველა გარეშე ძალის მხრიდან რაიმე ზეწოლა და მათთვის სასურევლი კანდიდატის წარდგენა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განსაკუთრებით აღნიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესება საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარების თაობაზე, რასაც ადასტურებს მათი წარმომადგენლების ვიზიტები თბილისში.
სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
აშშ საქართველოს საარჩევნო რეკომენდაციებს სთავაზობს
ბეიკერის შემოთავაზება მიღებულია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)