პარლამენტი რომის კონვენციის რატიფიკაციის საკითხს განიხილავს

(თბილისი, 16 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის საგანგებო სხდომა 16 ივლისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ რომის კონვენციის რატიფიკაციის საკითხს განიხილავს.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება მოითხოვს რომის კონვენციასთან მიერთებას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვა, რომელიც კონფლიქტის დროს ქართველებზე განხორციელებულ გენოციდს ეხება.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დელეგაცია 2003 წლის 10-15 მარტს ვიზიტით ჰააგაში იმპოფებოდა. დელეგაციის წევრებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართეს, რათა ამ უკანასკნელმა განიხილოს საკითხი 1992-93 წლების აფხაზეთის ომის დროს ეთნიკური ქართველების “გენოციდის” თაობაზე. თუმცა, რომის კონვენციის რატიფიკაციის გარეშე საკითხის განხილვა შეუძლებელია.

პარლამენტის სხდომაზე ასევე განიხილავენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, რომელიც გაეროს წესდების მე-7 მუხლის ამოქმედებას ეხება, რომელიც კონფლიქტის მოგვარების მიზნით ძალის გამოყენებას ითვალისწინებს.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
საერთაშორისო სასამართლო, აშშ-ის პოზიცია, თუ პუტინთან შეთანხმება

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)