ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს

(თბილისი, 16 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ნაციონალური მოძრაობისHსაპარლამენტო ფრაქციის შვიდმა წევრმა 16 ივლისს იუსტიციის სამინისტროს შენობაში შიმშილობის აქცია დაიწყეს. ისინი საპენსიო დავალიანების გასტუმრებას მოითხოვენ.

გასულ თვეს სასამართლომ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის სარჩელი, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტის გამო მთავრობის მიერ გაყინული პენსიების დარიგებას ითვალისწინებს.

მოშიმშილეები იუსტიციის სამინისტროსგან სასამართლო გადაწყვეტილების ასრულებას ითხოვენ. 

“ეს პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა. მთავრობამ ჩვენი ხალხი შიმშილობისთვის გაწირა. ჩვენც ვუერთდებით ჩვენ ხალხს და მათთან ერთად ვიშიმშილებთ”, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის წევრმა კობა დავითაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)