თბილისში ავიაკომპანიის პრეზიდენტი მოკლეს
(თბილისი, 17 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – 16 ივლისს თბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს ავიაკომპანია “საქავიასერვისის” პრეზიდენტი აკოფ არუთინოვი.
არუთინოვს თავს დაესხნენ უცნობი პირები და შემდეგ მისივე მანქანით მიიმალნენ.
ქართული ავიაკომპანია “აირზენას” ვიცე-პრეზიდენტი კახა ასათიანიც ასევე თავის მანქანაში ჩაცხრილეს ცეცხლსასროლი იარაღით გასული წლის ნოემბერში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)