ხაბურძანიას ვიზიტი ირანში აშშ-ის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება

(თბილისი, 17 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას ირანში ვიზიტი აშშ-ს ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” უშიშროების სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ლალიაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ირანში მინისრტის ვიზიტი ძირითადად სამუშაო ხასიათს ატარებდა. შეხვედრებზე რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერა არ მომხდარა. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე ისეთი პრობლემების გარშემო, როგორიცაა ნარკოტიკების, ტერორიზმის, რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები.

უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია ორდღიანი ვიზიტით 14-15 ივლისს იმყოფებოდა თეირნაში, სადაც უშიშროების, შინაგან საქმეთა მინისტრებს, დაზვერვის სამსახურის უფროსს, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის ხელმძღვანელს და ირანის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)