რუსი და ქართველი პარლამენტარები თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ

(თბილისი, 21 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დელეგაცია ვიცე-სპიკერ ვლადიმირ ლუკინის ხელმძღვანელობით 21 ივლისს თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

დაგეგმილია დელეგაციის წევრთა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავჯდომარესთან და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებთან.