სპეცდანიშნულების რაზმმა კოდორში გამტაცებელთა სავარაუდო ადგილსამყოფელს ალყა შემოარტყა
(თბილისი, 9 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ქართულმა სპეცდანიშნულების რაზმმა ალყა შემოარტყა სოფელ ომარიშარას კოდორის ხეობაში, სადაც, სავარაუდოდ, გაეროს დამკვირვებელთა გამტაცებლები იმალებიან.
არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილია სპეცოპერაცია, თუმცა ამ ცნობას ოფიციალური სტრუქტურები არ ადასტურებენ.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ განაცხადეს, რომ გაეროს დამკვირვებელთა უსაფრთხოება საქართველოს ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
“ყველაფერი უნდა ვიღონოთ გაეროს თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით”, – განაცხადა პრეზიდენტმა დღევანდელ რადიოინტერვიუში.
გაეროს დამკვირვებლები – გერმანელიKკლაუს ოტი და ჰერბერტ ბაუერი, დანიელი ჰენრიკ სორენსენი, და მათი ქართველი თარჯიმანი ლაშა ჩიკაშუა 5 ივნისს პატრულირებისას კოდორის ხეობიდან გაიტაცეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)