ოპოზიციის ლიდერების ვიზიტი დასავლეთ საქართველოში
(თბილისი, 5 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – 3 ივნისის მასობრივი საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები 5 ივნისს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში ჩავიდნენ თავიანთ მხარდამჭერებთან შესახვედრად.
“გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ზურაბ ჟვანია, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავიდ გამყრელიძე თავიანთ ამომრჩევლებს ქუთაისში შეხვდნენ.
ოპოზიციის ლიდერებმა მთავრობა გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების თაობაზე მთავრობა დათმობაზე არ მიდის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)