ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, 3 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოზე მონიტორინგის თანამომხსენებლები მატიას იორში და ევგენი კირილოვი მეოთხედ ეწვევნენ ქვეყანას ფაქტების შემსწავლელი ვიზიტით, რათა შეაფასონ საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში (1999 წლის 27 აპრილი) გაწევრიანებისას აღებულ ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობა.

ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს წარმომადგენლები შეისწავლიან შემოდგომაზე დანიშნული საკანონმდებლო არჩევნებისადმი მზადების პირობებს, განახლებულ საარჩევნო კოდექსზე წარმოებულ საქმიანობას, ამომრჩეველთა სიების განახლებას, წინასაარჩევნო პოლიტიკურ ვითარებას და მედიის თავისუფლებას.

2001 წლის სექტემბერს, ასამბლეის მიერ გაკეთებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია მისი გაწევრიანების შემდეგ, იგი შორსაა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა და მოვალეობათა შესრულებისგან.

დელეგაციის წევრები გეგმავენ შეხვედრებს საქართველოში ეუთოს მისიის, ევროკავშირის წევრი-ქვეყნების საელჩოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)