დსთ-ს ლიდერებმა სამშვიდობოების საკითხი განიხილეს, მაგრამ დოკუმენტებზე ხელი არ მოუწერიათ

(თბილისი, 31 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – სანკტ-პეტერბურგში შემდგარ დსთ-ს ქვეყნების ლიდერთა არაფორმალურ სამიტზე აფხაზეთის საკითხის განხილვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი.

“აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ჯარებისთვის მანდატის გაგრძელების შესახებ სამიტზე სიტყვიერი შეთანხმება მოხდა, თუმცა რაიმე ოფიციალურ დოკუმენტს ხელი არ მოეწერა”, – აცხადებს თამაზ ნადარეიშვილი.

ნადარეიშვილი რუსი მშვიდობისმყოფელებისთვის მანდატის გაგრძელების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ეს ქართული მხარის ინტერესებში არ შედის. რუს სამშვიდობოებს აფხაზეთში მანდატის ვადა ივნისის ბოლოს ეწურებათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)