სემინარი თბილისში არმიის განვითარების საკითხებზე
(თბილისი, 28 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დღეს სემინარი დაიწყო შეიარაღებული ძალების გაწვრთნისა და განვითარების საკითხთან დაკავშირებით. სემინარში მონაწილეობას იღებენ ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები.
“სემინარზე ვიმსჯელებთ შეიარაღებული ძალების განვითარებასა და თანამშრომლობაზე, ასევე განიხილება სამართლებრივი ასპექტები, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები. სემინარი ნაყოფიერი იქნება და მომავალში თანამშრომლობის დიდ პერსპექტივების მომტანი” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა.
სემინარი 2 დღეს გაგრძელდება. მასში ასევე მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)