პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა

(თბილისი, 28 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას მიმდინარე წლის 30 მაისისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” სახელმწიფო კანცელარიიდან აცნობეს.

პარლამენტის მუშაობის დღის წესრიგში პირველ საკითხად შეტანილი იქნება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეთანხმებული ნაწილი, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებული აქვს პარლამენტს და რომლის დამტკიცებაც უნდა მოესწროს 1 ივნისამდე, როცა შსს-მ უნდა გამოაქვეყნოს ამომრჩეველთა სიები.

პარლამენტმა გასულ კვირას ქვორუმის არარსებობის გამო ვერ შეძლო ამ საკითხზე კენჭისყრა. ამას ოპოზიური ფრაქციების პროტესტი და სხდომათა დარბაზის დატოვება დაემატა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)