რელიგიური ლიდერები კავკასიაში მშვიდობის მოწოდებით გამოდიან
(თბილისი, 23 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – სხვადასხვა რელიგიური მრწამსის წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს თბილისში აჭარის წარმომადგენლობაში. ისინი კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნების იდეით გამოდიან.
“კავკასიელი ხალხი უნდა გაერთიანდეს, სხვადასხვა მრწმსისა და რწმენის მიუხედავად”, – აცხადებს მართმადიდებელი მღვდელი მამა ნიკოლოზი.
ამ მოსაზრებას ეთანხმებიან ასევე კათოლიკები, მაჰმადიანები, იუდეველები, რომლებიც კავკასიასი ცხოვრობენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)